ხვალ დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმაა მოსალოდნელი

09 აპრილი 2019, 00:00 2432 ნახვა

უახლოეს დღეებში არამდგრადი მაგრამ თბილი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +19,+24 გრადუსამდე მოიმატებს.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევარში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმაა, ზოგან ელჭექით.

სანაპირო კურორტებზეც, ხვალ დღის ბოლოს მზიან ამინდს, მცირე წვიმა შეცვლის, ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

აჭარის მთიან რაიონებში, ისევე როგორც ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 

კონკრეტულად - 10 აპრილს მოსლაოდნელია :

• ბათუმში- მცირე მოღრუბლულობა. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +19 გრადუსი.

• ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა:ღამით
+14 დღისით +18

• შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +19

• ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +17

• ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +21

• გომარდული- ცვალებადი მოღრუბლულობა. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +13

•გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +10

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში