ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში გრძელდება

09 აპრილი 2019, 00:00 1248 ნახვა

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში გრძელდება. შეჯიბრების მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრების 2 სპორტსმენი იასპარეზებს. გოგონათა შორის 64 კგ წონით კატეგორიაში ცე-ჯგუფში ფიცარნაგზე უკვე გავიდა მაკა ვეფხვაძე. დღეს იასპარეზებს  არჩილ მალაყმაძე. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამივე სინჯის მედალია. მცირე ოქრო აკვრაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ მოიგო.

ვერცხლი და ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ ორჭიდსა და აკვრაში მოიპოვა ასევე მან სამი რეკორდი დაამყარა. ევროპის ჩემპიონატი ბათუმში 6 აპრილს დაიწყო და 13 აპრილამდე გაგრძელდება. შეჯიბრების ბოლო დღეს ფიცარნაგზე მძიმეწონოსნები და რეკორდსმენები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოვლენ.

ამავე კატეგორიაში