ლაითურში ხანძარი ლოკალიზებულია - დარჩენილ ცეცხლის კერებს ვერტმფრენებით აქრობენ

09 აპრილი 2019, 00:00 1707 ნახვა

გურიაში, ლაითურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ამის შესახებ ინფორმაციას გურიის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებული ზურაბ ნასარაია ავრცელებს. მისი განცხადებით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

"დარჩენილია ფერდობზე პატარა კერები და ტექნიკა ვერ მიდის, ამ წუთებში კი ფერდობებზე ცეცხლი მცირე ვერტმფრენი აქრობს" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ზურაბ ნასარაიამ

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში