საპროტესტო მსვლელობა ჩაქვამდე - ელექტრომობილების მეპატრონეთა აქცია

10 აპრილი 2019, 00:00 2304 ნახვა

ელექტრომობილებისა და კვადროციკლების მფლობელები, ბათუმის ბულვარიდან უმაღლეს საბჭომდე, დღეს სიმბოლურად იმ ტრანსპორტით მივლენ, რომელსაც ზღვისპირა პარკში უკვე წლებია აქირავებენ. 

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, დეპუტატებს ბულვარის ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას სთხოვენ. ისინი ზღვისპირა პარკში მუშაობის უფლებას ითხოვენ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ბანკიდან ბიზნესისთვის სესხი გამოიტანეს, ახალი ლეგულაციის შემდეგ კი პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ. აკრძალვების შესახებ კი წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. 

ელექტრომობილების მეპატრონების განცხადებით, ისინი მზად არიან სექტემბრის ბოლოს ბულვარის ტერიტორია თავად დატოვონ, რასაც საჭიროების შემთხვევაში ხელმოწერებითაც დაადასტურებენ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზღვისპირა პარკებსა და სკევერებში, მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მოძრაობა, პირველი მაისიდან აკრძალულია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ელექტრომობილების მეპატრონეები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი საკრებულოსთან შუამდგომლობას აჭარის მთავროასაც სთხოვდნენ, სადაც 6 პუნქტიანი გეგმა შეიტანეს. 

შეხვედრა გაიმართა საკრებულოს დეპუტატებთანაც, თუმცა შეთავაზებები მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში