ტყეში ცეცხლის პატარა კერების ჩასაქრობად მთელი ღამე მუშაობდნენ

10 აპრილი 2019, 00:00 1251 ნახვა

დაბა ლაითურში ხანძარი ლიკვიდირებულია. ტყეში ცეცხლის პატარა კერების ჩასაქრობად, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 20 ჰექტარზე დაიწვა ხეები, ბუჩქნარი და ხმელი ბალახი.

ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი და  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მუშაობდა. ლაითურში დამატებით ცოცხალი ძალა აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან ჩავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში