როგორ გამოიყურება შავი ხვრელი - მსოფლიო პირველად დღეს ნახავს არაილუსტრირებულ ფოტოს

10 აპრილი 2019, 00:00 3157 ნახვა

დღეს, 10 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე, მსოფლიო პირველად იხილავს შავი ხვრელის რეალურ ფოტოს. 

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები გაერთიანდნენ და სხვადასხვა ობსერვატორიების მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ​​კომბინირებული ტელესკოპების გამოყენებით, შექმნეს დედამიწის ზომის ვირტუალური ტელესკოპი, რომელიც საკმარისი იქნება შავი ხვრელის გადასაღებად.

"შავი ხვრელის თვალით დანახვა შეუძლებელია, რადგან სინათლე ხვრელისგან გამოღწევას ვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენ საშუალება გვექნება ვიხილოთ კონტური, რომელსაც ხვრელის მიერ წარმოქმნილი გაზები ქმნიან" - აცხადებენ მეცნიერები. 

2017 წლის დაკვირვების შედეგების ჩვენებას მეცნიერები პირდაპირ ეთერში გეგმავენ, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ რამდენიმე ლაივ სტრიმს 

National Astronomical Observatory of Japan 

European Commission 

the National Science Foundation.

ამავე კატეგორიაში