ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ საქმის განხილვა სასამართლოში 22 მაისს განახლდება /ჩართვა/

10 აპრილი 2019, 00:00 1884 ნახვა

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 მაისს განახლდება. დღევანდელ პროცესზე  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის შუამდგომლობა, რომ  პროცესი გადადებულიყო-არ დააკმაყოფილა.

მერიის იურისტმა თქვა რომ საკითხის დიალოგის გზით მოგვარების შესაძლებლობა ისევ არსებობს.  ამიტომაც ითხოვდა დღეს მერია სხდომის გადადებას, რაზეც მოსამართლემ უთხრა, რომ ამისთვის მხარეებს დრო ჰქონდათ, მოსარჩელე მხარე კი შედეგებს ელოდება. სხდომის მიმდინარეობის  პარალელურად მუსლიმი თემის წარმომადგენლები დღეს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიასთან იყვენენ შეკრებილები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში