ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილებისთვის ბრალდებულთა სასამართლო

10 აპრილი 2019, 00:00 1318 ნახვა

სრულდება სასამართლოში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევებში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა საქმის განხილვა - დღეს ადვოკატებმა და პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. პროკურორმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა და დაცვის მხარის  მიერ ჩატარებული  ალტერნატიული  ფონოსკოპიური  ექსპერტიზის დასკვნა ეჭვქვეშ დააყენა. მისი მტკიცებით, დასკვნა არის ბუნდოვანი და გაუგებარი. საპირისპიროს აცხადებენ ადვოკატები.

ირწმუნებიან, რომ სწორედ ალტერნატიული ექსპერტიზით დასტურდება ბრალდებულების უდანაშაულობა.  დღევანდელ პროცესს  4 -დან მხოლოდ 2 ბრალდებული ესწრებოდა. ივანე გეგიაძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რაც შეეხება მინდია ლავასოღლის, მისი ადვოკატის ინფორმაციით, იგი თურქეთში საექტრადაციო  პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.  

მოსამართლე ლევან გელოვანი  განაჩენს მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს. ამ  საქმესთან დაკავშირებით 11 პირიდან 7  უკვე გასამართლდა.  მათ  ნაწილს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და  ქურდულს სამყაროს მხარდაჭერისთვის პატიმრობის სხვადასხვა  ვადა შეეფარდათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში