ბულვარიდან უმაღლეს საბჭომდე - ელექტრომობილების მფლობელების აქცია

10 აპრილი 2019, 00:00 2660 ნახვა

ზუსტად 20 დღეში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების და მოტოციკლების მოძრაობა აიკრძალება - გადაწყვეტილება დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ძრავიანი ტრანსპორტის გაქირავებით დასაქმებულმა მოქალაქეებმა. ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვის დაწესებამდე გაფრთხილებული არ იყვნენ, გასულ წლებში დაშვებული გადაადგილების გამო კი წელს მეტი შემოსავლის მიღების მიზნით, ბანკიდან სესხიც გამოიტანეს - საბანკო ვალდებულებების შესასრულებლად ისინი ზაფხულის სეზონზე, მხოლოდ წელს ითხოვენ შეზღუდვის მოხსნას - მოთხოვნებით დღეს მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ბათუმიდან ჩაქვამდე - უმაღლესი საბჭოს შენობასთან მათ ერთადერთი დეპუტატი შეხვდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში