დავა სამედიცინო კლინიკაში მართვის უფლების დასაბრუნებლად

10 აპრილი 2019, 00:00 1899 ნახვა

ხმაური იყო დღეს ბათუმის მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა ნაწილი აქციონერია, მათ სამშობიარო სახლისთვის დირექტორის არჩევნები ჩაატარეს.

პროცესის დაწყებამდე კი საამისოდ განკუთვნილი ოთახი  დაკეტილი დახვდათ, ალტერნატიული ოთახის შერჩევამდე კი პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

დაპირისპირება მოქმედ ადმინისტრაციასა და აქციონერებს შორის ორი წელია გრძელდება. ექიმების ნაწილი ადმინიტრაციის მუშაობით  კმაყოფილია, ნაწილს კი არჩეული დირექტორის დანიშვნა სურს. არჩევნების შედეგები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში