ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

11 აპრილი 2019, 00:00 2847 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები. აქტიური მუშა პროცესი კი ზაფხულში დაიწყება. სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.  

გზის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

რაც შეეხება ხელვაჩაურის  გზას,  საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისთვის დეპარტამენტს წელს პირველად 9 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ცენტრალურ მაგისტრალს სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახორციელებენ. 

ამავე კატეგორიაში