დაგვიანებული და არაეფექტიანი - ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა აუდიტმა შეაფასა

11 აპრილი 2019, 00:00 1343 ნახვა

აზიური ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა უფრო ადრე დაეწყო მავნებელთან ბრძოლა, რაც შეამცირებდა ფაროსანას გავრცელების არეალს - დაახლოებით ასეთია მთავარი დასკვნა, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობა“ შეისწავლა. აუდიტორები მიუთითებენ, რომ გარდა დაგვიანებისა, გატარებული ღონისძიებებიც არაეფექტიანი აღმოჩნდა. შედეგად თხილის მოსავალი 2016 წელს 16%-ით, 2017 წელს კი 27%-ით შემცირდა.

მწარმოებლებმა  და ექსპორტიორებმა კი 3 წლის წინ 69 მილიონი აშშ დოლარი იზარალეს. საინფორმაციო კამპანიისთვის გამოყოფილი და აუთვისებელი თანხა, მთავარი კომპონენტი, ანუ მეცნიერული კვლევების დაგვიანებით დამატება და პასუხისმგებელი უწყებების პასუხები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში