ძალადობის ბრალდებით ბათუმში პოლიციამ 4 პირი დააკავა

13 აპრილი 2019, 00:00 2356 ნახვა

ძალადობის ბრალდებით ბათუმში პოლიციამ 4 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით 1984 წელს დაბადებულმა მოქალაქემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

ასევე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 1984 წელს დაბადებული კიდევ ორი მოქალაქე კი მეგობარი ქალებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავეს.

ამავე კატეგორიაში