''აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარაში.. - კონფერენცია

14 აპრილი 2019, 00:00 1120 ნახვა

''აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარაში’’ - ამ თემაზე  კონფერენცია გაიმართა ბათუმში. ფორუმის  მონაწილეებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, არსებულ გამოწვევებზე, აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის პროგრამების შექმნაზე, სერვისების განვითარებასა და მათი გამართული ფუნქციონირების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ერთ-ერთ მთავარ  პრობლემად ქვეყანაში აუტისტური სპექტის მქონე ბავშვების სტატისტიკის  არარსებობა დასახელდა. 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების   მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას შეუერთდა არაერთი  ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

ამავე კატეგორიაში