ციხისძირში ქარმა ხე წააქცია

15 აპრილი 2019, 00:00 1893 ნახვა

გუშინ ქობულეთში ძლიერი ქარი იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქარს სეროზული ზიანი სანაპირო ზოლში მცხოვრებლებისთვის არ მიუყენებია. 

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იყო.

ტერიტორიას, ხის ნარჩენებისგან თავდაპირველად მოსახლეობა ასუფთავებდა, შემდეგ კი სამუშაოებში ქობულეთის გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. 

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ხის ნაჭრები დასაწყობდება და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

დაზიანების სხვა შემთხვევის შესახებ 112 შეტყობინება არ შესულა.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში