თურქეთში პატიმრობაში მყოფმა მინდია ლავასოღლიმ შიმშილობა დაიწყო

15 აპრილი 2019, 00:00 3710 ნახვა

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი ირწმუნება, რომ მან შიმშილობა დაიწყო - ლავასოღლი ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში.

ადვოკატი აცხადებს რომ, იგი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და ითხოვს საქართველოსთვის გადმოცემას, ან თავის დანებებას. ალექსანდრე კობაიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლება მისი ექსტრადირებისგან თავს იკავებს, პროკურატურის პასუხი კი დაკავებიდან 7 თვის თავზეც უცვლელია -  მიმდინარეობს პროცედურები. ცნობისთვის, ლავასოღლი გასულ კვირას გაასამართლეს, მას დაუსწრებლად 10 წელი მიუსაჯეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში