400-მდე მაშველი ამ დრომდე ვერ აქრობს ცეცხლს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

16 აპრილი 2019, 00:00 2343 ნახვა

ამ დრომდე მძვინვარებს ცეცხლი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მეხანზრე მაშველები კვლავ ვერ ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას. დამწვარია ტაძრის დიდი ნაწილი, ჩამოიქცა 96 მეტრი სიმაღლის საუკუნოვანი სვეტი, რომლის დიდი ნაწილიც ხისგან იყო ნაგები.  ჩანგრეულია კათედრალის სახურავი მთლიანად.

როგორც  თვითმხილველები ამბობენ, მხოლოდ წინა და უკანა ფასადია შენარჩუნებული. მეხანზრე მაშველებს კი ვიწრო ქუჩების გამო უჭირთ გადაადგილება და ცეცხლის ჩაქრობა. ადგილზე 400-მდე მაშველი მუშაობს. ათასობით ადამიანია შეკრებილი ტაძრის მიმდებარედ, ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 
ტაძარი მისი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაზიანებულა, თუმცაამჟამად ხანზრრის შედეგად მიყენებული ზარალი უპრეცენდენტოა, ექსპერტების ცნობით მის აღდგენას მინიმუ 30 წელი დასჭირდება. ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშია დაბრზანებული იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ფრაგმენტები, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი. ჯერჯერობით უცნობია შეძლეს თუ არა სიწმინდეების გადარჩენა

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში