ე.წ. ფარული მოსმენები-საკონსტიტუციო სარჩელი

17 აპრილი 2019, 00:00 1029 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ე.წ. მოსმენების კანონის არსებით განხილვას განაგრძობს. დღეს ისევ პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტებს მოისმენენ.. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა და მოსამართლეების გვერდის ავლით კვლავ შესაძლებელია განხორციელდეს ფარული მოსმენები.

საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად ახალ კანონს 326 მოქალაქე ასაჩივრებს.  ახალ კანონი,  პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მანამდე მოქმედი ნორმები. საქმეზე განხილვა მესამე წელია გრძელდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში