ცხოვრება სხვის მიტოვებულ სახლში

17 აპრილი 2019, 00:00 3009 ნახვა

მამუკა მგელაძე რამდენიმე წლის წინ, ცოლ-შვილთან ერთად, წალკაში, ბერძნის სახლში თვითნებურად შესახლდა. არ მალავს, რომ ჩაკეტილი სახლის კარი, მეზობლების თანდასწრებით გახსნა და იქ ცხოვრება დაიწყო.

‘’ ექვსი სახლი სხვადასხვა მიზეზით გამოვიცვალეთ, ახლა სადაც დავბინავდით ბერძენს ეკუთვნის, თავიდან ვითხოვე ნებართვა, ერთი ოთახი მაინც მოეცათ, თუმცა წელიწადში 300-400 დოლარი გადახდა მოგვთხოვეს, რის საშუალებაც არ მქონდა, ბავშვები ავად მყავს. სახლი პატრონის ნებართვის გარეშე, მეზობლების თანდასწრებით გავხსენი'' - იხსენებს მამუკა მგელაძე.

ძველ, ერთსართულიანი სახლში, სადაც მგელაძეების 4 წევრიანი ოჯახი ცხოვრობს, იატაკი ჩავარდნილია, ფანჯრების ნაწილი კი დაზიანებული. 

წალკაში აჭარიდან ჩასახლებული ამბობს, რომ პოლიცია სახლის დატოვებას სთხოვს.

‘’ახლა პოლიცია მემუქრება ან გამოხვალ სახლიდან ან დაგიჭერთო. ისედაც დაჭერილი ვარ, ერთი რაც გამაჩნია ჩემი ცოლ-შვილია, სხვა ქონება მე არაფერი არ მაქვს, თუ დამიჭერენ ჩემს ცოლ-შვილს მიხედონ.  ჩვენი პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება, თუმცა ამ დრომდე ყურადღებას არავინ გვაქცევს.’’

წალკაში ჩასახლებული ოჯახები ხელისუფლებისგან ყურადღებას, ეკომიგრანტის სტატუსი მინიჭებას, სახლებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას ითხოვენ. 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში