პროგრამა მიგრანტებისთვის

11 აგვისტო 2016, 00:00 2824 ნახვა

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამით გათვალისწინებული სახლემწიფო დახმარებით აჭარაში მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. რეგიონი დევნილთა და განსახლების სამინისტროს პროგრამაში უკვე ჩერთო. დღეს ბათუმში სახელმწიფოს დაფინანსებით გათვალისწინებული მომსახურების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ქვეყანაში დაბრუნებული არალეგალი მიგრანტების ბიზნეს იდეების დაფინანსებას, მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, სამედიცინო და იურიდიულ დამხარებას და საჭიროების შემთხევაში  დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში