პეტიციით მრჩეველთა საბჭოს მიმართავენ

17 აპრილი 2019, 00:00 1213 ნახვა

გავრცელდა ელექტრონული პეტიციაც სახელწოდებით „საზოგადოებას დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.“ ავტორები მიიჩნევენ, რომ ტელევიზია პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა.  ეხმაურებიან ორი წლის წინ დოკუმენტური ფილმების მიმართულების გაუქმებას და გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ. საუბრობენ სამაუწყებლო ბადეში სხვა გადაცემების სიმცირეზე.

პეტიციას ამ დროისთვის 800-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ისინი მოითხოვენ მათი შეფასებით დაკარგული ნდობის ამაღლებას, დაკისრებული პროგრამული პრიორიტეტების შესრულებას და ასევე მათი შეფასებით პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებას.

ამავე კატეგორიაში