ტურისტული მარშრუტი ხინოწმინდამდე - ვის ევალება გზის მოწესრიგება?

17 აპრილი 2019, 00:00 1593 ნახვა

რის მიხედვით შეარჩია ქობულეთის მერიამ ხუცუბნის ადმინისტრაციული ცენტრი? კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა რომ ცენტრის კეთილმოწყობისთვის პირველად ადგილობრივი მთავრობა ასობით ათას ლარს ხარჯავს. მერი, მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ პრიორიტეტი სოფელს სიდიდის გამო მიანიჭეს, ასევე იმის გამო, რომ ამ ტერიტორიის გავლით უკავშირდებიან ტურისტები ხინოწმინდასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიას.

ხალხი კი ფიქრობს რომ არამარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც პირველ რიგში მნიშვნელოვანი გზებია. გზების კეთილმოწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ ნაკრძალის ადმინისტრაციაშიც.  

ამავე კატეგორიაში