საქმიანობის დროს ექიმების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს

18 აპრილი 2019, 00:00 2323 ნახვა

საქართველოს პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის შეურაცხყოფა ან მისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

საკანონმდებლო ცვლილები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ წარადგინეს - ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. 

კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამედიცინო საქმიანობისას მედპერსონალის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.

ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.

ცვლილებების ინიციატორთა განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ამავე კატეგორიაში