ნიუ-იორკის წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის დაწვა სცადეს – ინფორმაციას CNN ავრცელებს

18 აპრილი 2019, 00:00 2226 ნახვა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც მანჰეტენზე მდებარე ტაძარში შევიდა. დაკავების დროს, მას ბენზინით სავსე ოთხი გალონი და აალებისთვის საჭირო სითხე ჰქონდა. ბრალდებებს უარყოფს დაკავებული პირი და ამტკიცებს, რომ საწვავი გაუთავდა, ავტომობილი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა და მოკლე გზით აპირებდა ბენზინის მანქანამდე მიტანას. ეკლესიის მახლობლად იპოვეს გაჩერებული ავტომანქანა-მინივენი, თუმცა მისი ავტომობილის შემოწმების დროს გაირკვია, რომ მანქანაში საწვავი იყო.

"საბედნიეროდ არაფერი მოხდა საკათედრო ტაძარში, ცეცხლი არ ყოფილა, ინციდენტის დროს ტაძარი ღია იყო და შიგნით ხალხიც იმყოფებოდა. დროულად მოხერხდა ინციდენტის დაფიქსირება და აღმოფხვრა“ - ნათქვამია სამართალდამცავების განცხადებაში.

მედიის ყურადღების ქვეშ, ეს ინციდენტი პარიზის ღმრთისმშობლის ტაძრის დაწვის შემდეგ მოხდა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ამერიკაში მომხდარი ფაქტის ტერორისტულ აქტად შეფასება ნაადრევია.

წმინდა პატრიკის ტაძარი ნიუ-იორკში 1879 წელს გაიხსნა. ნეოგოთიკური სტილის კათოლიკური საკათედრო ტაძარი, ამერიკის მასშტაბით, გოთიკურ ტაძრებს შორის უდიდესია, სადაც ნიუ-იორკის კათოლიკური ეპარქიის არქიეპისკოპოსის ადგილსამყოფელია.

ავტორი: ანა ახალაძე

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში