დირექტორის იმპიჩმენტი - ბორდის სხდომა ნათია კაპანაძის გადაყენებით დასრულდა

19 აპრილი 2019, 00:00 1838 ნახვა

2 საათს გაგრძელდა მრჩეველთა საბჭოს სხდომა. თავდაპირველად პრეტენზიები გიგა ჩხარტიშვილმა გაახმოვანა - თქვა რომ მთავარი არგუმენტი პრიორიტეტებს ეხება, რაც მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობაა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული ბორდს უმაღლესმა საბჭომ გამოუცხადოს უნდობლობა.

ნატა იმედაიშვილმა განაცხადა, რომ დასახელებული საკითხების შესახებ საბჭოს არაერთ სხდომაზე იყო საუბარი და დეტალური განხილვა. სიტყვით გამოვიდა ნათია კაპანაძე, ისაუბრა ფინანსურ და შინაარსობრივ მხარეზე. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში