კათოლიკური ეკლესია აღდგომას დღესასწაულს აღნიშნავს

21 აპრილი 2019, 11:30 1042 ნახვა

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას დღესასწაულობს დღეს კათოლიკური სამყარო. ლიტურგია ბათუმის სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში, პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა აღავლინა. მსახურება კათოლიკურ ტაძრებში დიდი შაბათის საღამოს დაიწყო. აკურთხეს ცეცხლი და წყალი.

გაიმართა მსვლელობა ლოცვებითა და გალობით, კათოლიკურ ეკლესიაში ამ დღეს ასევე ნათლობა ტარდება. აღდგომის წინ მარხვას, მართლმადიდებლების მსგავსად კათოლიკეებიც ინახავენ. 2019 წელს კათოლიკური მარხვა 6 მარტს დაიწყო. კათოლიკური აღდგომის, ისევე როგორც მართლმადიდებლურის, მთავარი სიმბოლო კი შეღებილი კვერცხებია.

ამავე კატეგორიაში