ღამის მარათონის გამარჯვებული კენიელი   სპორტსმენი გახდა

21 აპრილი 2019, 11:15 1375 ნახვა

ღამის მარათონის გამარჯვებული კენიელი  ბენატ სანი გახდა, რომელმაც 21 კმ-ის დისტანცია დაფარა, მეორე ადგილიც კენიელ მძლეოსანს ერგო. მსველობა დასრულდა იქ საიდანაც სტარტი იღებდა. მასში მონაწილეობას 35 ქვეყნიდან 1200-მდე სპორტსმენი იღებდა. პირველ ადგილზე გასულმა ჯილდოდ 2000 ევრო, მეორეზე 1500, მესამეზე კი 1000 ევრო მიიღო.

ნახევარმარათონის გარდა მოეწყო გარბენი  10 კმ დისტანციაზე,  ასევე მხიარული გარბენი ბავშვებისთვის 500 და 1000 მეტრ დისტანციაზე.  ყოველ 5კმ-ში მოწყობილი იყო ძალის აღმსადგენი ადგილები სამედიცინო დახმარებას კი სპორტსმენებს სტარტისა და ფინიშის ხაზებთან სამედიცინო ბრიგადა უწევდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ბერი ანდრიას  პროექტს "ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს“ მოხმარდება. ბათუმმა საერთაშორისო მარათონს მეორედ უმასპინძლა.

ამავე კატეგორიაში