Notre dame-ს გადასარჩენად გაერთიანებული მსოფლიო

21 აპრილი 2019, 22:00 1138 ნახვა

მიმდინარე კვირა, ერთი ტრაგიკული მოვლენით დაგვამახსოვრდება-პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, 15 აპრილს კატასტროფული ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა ტაძრის სახურავი გაანადგურა, უნიკალური წესით ნაგები სახურავისა და მასზე დამაგრებული შპილის გარდა, ცეცხლმა საგრძნობლად დააზიანა შიდა ფასადი.

 

უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარს 850 წელი ახლახანს შეუსრულდა.ტაძარი, გოთიკური სტილის უბადლო ნიმუშად მიიჩნევა და მის სანახავად პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ყოველ წელს 13 მილიონამდე დამთვალიერებელი ჩადის.

თუმცა, მსურველებს ამის საშუალება, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ ექნებათ, აღდგენითი სამუშაოების გამო, რომლის დაფინანსების სურვილი, არაერთმა ქვეყანამ და ბიზნესის წარმომადგენელმა გამოთქვა.

ამავე კატეგორიაში