რიო 2016: ძიუდოისტთა გამოსვლა დასრულდა

12 აგვისტო 2016, 00:00 3054 ნახვა

რიოს ოლიმპიადაზე ქართველ ძიუდოისტთა გამოსვლა დასრულდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა ჯამში ორი მედალი მოიპოვეს. ვალერი ლიპარტელიანი, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც 73 კოლოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა 100 კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილი ჩაერთო. თუმცა, ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. მისი მეტოქე იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა იყო. ოქრუაშვილმა ორთაბრძოლა ორი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ წააგო. დღესვე ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა გამოვა. ეს სპორტსმენის მესამე ცდაა ოლიმპიადაზე. მძლეოსანი ბაჩანა ხორავა კი სიგრძეზე ხტომაში იასპარეზებს.  

ამავე კატეგორიაში