რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

14 აგვისტო 2016, 00:00 2268 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ,  ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დამატებით დეტალების თაობაზე სუს-ში არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებულები გალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი.ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს, გუშინ დააკავეს. მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

ამავე კატეგორიაში