სასამართლომ “ცენტრისტებს” რეგისტრაცია არ გაუუქმა

15 აგვისტო 2016, 00:00 3538 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია არ გაუუქმდება. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი, მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიმართ. საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ორი კალენდარული დღის ვადაში.

ამავე კატეგორიაში