თაფლის ფესტივალი გონიოს ციხეში ტარდება

16 აგვისტო 2016, 00:00 2310 ნახვა

თაფლის ფესტივალის დასკვნითი დღე ამ წუთებში გონიოს ციხეში იწყება. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 24-მა მეფუტკრემ აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მინდვრის ყვავილებისგან დამზადებული თაფლი გამოფინა.თაფლთან ერთად, ფესტივალზე ცვილის ნაკეთობები და მაღალტექნოლოგიური დანადგეარებიცაა წარმოდგენილი. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ორი დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. ვიზიტორებს თაფლის დაგემოვნება და შეძენა საღამოს 18 საათამდე შეეძლებათ. 

ამავე კატეგორიაში