ქართველი ოლიმპიელების პირველი ოქროს მედალი

17 აგვისტო 2016, 00:00 3935 ნახვა

ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების შემდეგ პირველი ოქრო - რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა, 22 წლის ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. ოლიმპიადის უმაღლეს შედეგთან ერთად ტალახაძემ მსოფლიო რეკორდიც მოხსნა. ამავე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი პირადი რეკორდით ბათუმელმა ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა. ოლიმპიურ ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა შმაგი ბოლქვაძემაც. ქართველების საერთო შედეგი უკვე 5 მედალს შეადგენს.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში