ბათუმში ათობით ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს

02 მაისი 2019, 17:48 1689 ნახვა

ავტომობილები, რომლებიც პარკირების ადგილებში კომერციული მიზნითაა განთავსებული ბათუმის ავტოტრანსპორტს საჯარიმოზე სადგომზე გადაჰყავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავტომფლობელები რამდენჯერმე გააფრთხილეს. საჯარიმო ავტოსადგომზე გუშინ საღამოს გორგილაძის ქუჩიდან ''ბათუმის ავტოტრანსპორტმა'' 8 ავტომობილი გადაიყვანა.

უწყება მძღოლებს აფრთხილებს, რომ პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით ისჯება.

კომერციული საქმიანობა პარკირების ადგილზე პირველ შემთხვევაში 100 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი  ორმაგდება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში