ხვალ ბათუმში იწვიმებს

03 მაისი 2019, 11:18 1491 ნახვა

ხვალ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსი იქნება. ინტენსიური ნალექის დროს, მთიან რაიონებში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები.

რაც შეეხება აჭარას, ხვალ დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის ქარი 15-20 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში +9, +11 გრადუსი იქნება.

5 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება

 

ფოტო: დათო ტრაპაიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში