აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიები აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

04 მაისი 2019, 12:47 1484 ნახვა

აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აჭარის ტურისტული  შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.   ქართველ  კოლეგებთან შეხვედრაზე ურთიერთ თანამშრომლობა განხილვის მთავარი თემაა.  მათ  უკვე დაათვალიერეს ბათუმის   ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ინფრასტრუქტურა.

ვიზიტისას    სტუმრები ქედის  ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნობიან, დააგემოვნებენ ადგილობრივ ღვინოს და სამზარეულოს, ღვინის სახლში კი სპეციალურად მათთვის ფოლკლორი შოუ  გაიმართება.  წელს,  ბაქოდან ბათუმის მიმართულებით, ფრენები იწყება . რეისები კვირაში 2 -ჯერ,   ყოველ პარასკევს და კვირას,  შესრულდება . ავიაკომპანია „Buta Airways”  ფრენებს 14 ივნისიდან დაიწყებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში