ბათუმში საერთაშორისო ბაიკფესტივალი იწყება

04 მაისი 2019, 12:57 1580 ნახვა

წელს ყველაზე მასშტაბური ბაიკფესტივალი დღეს დაიწყება.  წელს ქართველ ბაიკერებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეუერთდნენ. 16 საათზე ბათუმში მოტო მსვლელობა გაიმართება, მოგვიანებით ფესტივალი ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით გაგრძელდება.

ამ წუთებში ბაიკერები ზღვის სანაპიროსთან იკრიბებიან სადაც ფესტივალისთვის ემზადებიან. ფესტივალს შეუერთდებიან როკ-ჯგუფები, DJ-ები და იგეგმება FIRESHOW-ს მოწყობა. ასევე მოტო მოყვარულები აჭარის ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში