მართვის მოწმობის აღების მსურველებს  პრაქტიკული გამოცდის ქალაქის ტერიტორიაზე ჩაბარება სავარაუდოდ აგვისტოდან  მოუწევთ

04 მაისი 2019, 14:59 9309 ნახვა

მართვის მოწმობის აღების მსურველებს  პრაქტიკული გამოცდის    ქალაქის  ტერიტორიაზე  ჩაბარება  სავარაუდოდ აგვისტოდან  მოუწევთ. საჭირო ადგილები  და მარშრუტები  ჯერ კიდევ ზუსტდება.  პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში, კანდიდატს შვიდ დღეში ერთხელ შეუძლია გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა.

მსგავსი შეზღუდვა არ არის დაწესებული პრაქტიკულ გამოცდაზე ფასიანი გასვლის შემთხვევებში. გარდა მექანიკური  სატრანსპორტო საშუალებებისა.  პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში