საია და ნათია კაპანაძე სასამართლოს გადაწვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

04 მაისი 2019, 15:07 2023 ნახვა

საია  ბათუმის საქალაქო  სასამართლოს გადაწვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი  დირექტორის შუამდგომლობაზე, რომელიც მაუწყებელში  გამოცხადებული დირექტორის კონკურსის, დავის დასრულებამდე შეჩერებას ითხოვდა.

ნათია კაპანაძის  შუამდგომლობა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა. ანა მდინარაძის თქმით, სასამართლომ არ გაიზიარა მსგავს საქმეზე არსებული უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გიორგი ბარათაშვილს უკავშირდება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორისთვის სასამართლოს გუშინდელი  გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და კითხვებს უჩენს. 

ნათია კაპანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30 აპრილს მიმართა, ის ასევე ასაჩივრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას , რომლითაც მათ 19 აპრილს უნდობლობა გამოუცხადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში