ფაროსანას შემდეგ შავი ბუზი

04 მაისი 2019, 20:00 3261 ნახვა

ტემპერატურის მატებასთან ერთად,  აქტუალური ხდება აზიური ფაროსანა და  შავი ფრთათეთრა ბუზი, რომელიც  ფერმერებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, განსაკუთრებით კი, მეციტრუსეებს. მწერი, რომელიც აჭარაში სამი წლის წინ გამოჩნდა, თავისი   მავნებლური კვალი ციტრუსის შარშანდელ მოსავალზე უკვე დატოვა. წელს, სპეციალისტები შავი ბუზისგან კიდევ უფრო მეტ ზიანს ელოდებიან.

მასთან ბრძოლის მეთოდები და ვადები, ფაროსანასგან განსხვავებულია, ამიტომაც სახელმწიფოს ამჯერად, გაორმაგებული ღონისძიებების გატარება მოუწევს. მოსახლეობას, ამ დროისთვის მავნებელზე, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვს, უფრო ნაკლები იციან, მასთან ბრძოლის მეთოდებზე და პრეპარატებზე, ამიტომაც სამთავრობო უწყებებისგან, მეტ აქტიურობას ითხოვენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შავ ფრთათეთრას ჯერ კიდევ აკვირდებიან. გაცილებით მეტი სიცხადეა, ფაროსანასთან ბრძოლის გეგმებში, რომელიც ისევ ძველი სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება და მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში