სოციალური კონტრაქტი

05 მაისი 2019, 19:12 2200 ნახვა

მშრომელთა უფლებადამცველები ხელისუფლებისგან ითხოვენ, ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი არა პოპულიზმზე, არამედ სოციალურ კონტექსტსა და საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული. საჭიროებები კი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში, რამდენიმე პუნქტად გაწერეს და ხელისუფლებისგან მათ აღსრულებას ითხოვენ - მათ შორისაა, ქმედითი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება,  ადეკვატური მინიმალური ხელფასი, ხოლო 5-სულიანი ოჯახისთვის 361-ლარიანი საარსებო მინიმუმის აბსურდულობა აღიარონ და დაწესდეს რეალური საარსებო მინიმუმი.

პროფკავშირები ქალთა მოძრაობასთან ერთად ითხოვენ, დაწესდეს როგორც დეკრეტული შვებულებების ღირსეული ანაზღაურება, ასევე ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება. მათივე მოთხოვნით, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას შესაბამისი ინიციატივების გატარებით. მთავარ მოთხოვნებს შორისაა ე.წ. “სოციალური კონტრაქტის” გაფორმება, რომლის ხელმომწერი ერთის მხრივ მოქალაქე, მეორეს მხრივ კი, პრემიერ მინისტრი იქნება. 

 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში