''მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა''

02 მაისი 2019, 10:40 1156 ნახვა

ორი საათია მიმდინარეობს  კონფერენცია თემაზე  ,,მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა“. კონფერენცია  ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში კარლ ჰარცელმაი და ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა გახსნეს.  მედია ექსპერტებისა და ქარტიის წარმომადგენლეთა განცხადებით, აუცილებელია  ყველა იმ პრობლემაზე საუბარი, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი მედიის განვითარებას.

ეთიკური და პასუხისმგებლიანი მედია ეს არის სტანდარტი, რისი დამკვიდრების გზებზეც მედია კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართველი და ევროპელი მედიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მარეგულირებელი და თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლები.

ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით კონფერენციის ორგანიზატორია ,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში