სააპელაციო სასამართლომ უსკოს საიას საჩივრის განხილვა დაავალა

17 აგვისტო 2016, 00:00 2957 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართთლომ უსკოს, საიას საჩივრის განხილვა დაავალა. მეორე ინსტაციის სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უსკომ სარჩელი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი დღის ვადაში უნდა განიხილოს. საუბარია 31 ივლისს ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წარდგენისას, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის ჩვენებაზე, რომელსაც ახალგაზრდა იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევენ და აგიტაციის ნიშნებს ხედავენ. აღნიშნული სარჩელის განხილვაზე აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს უარი განაცხადა. რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციამ, სასამართლოს განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი დაკმაყოფილა.

ამავე კატეგორიაში