შსს-ს განცხადება

18 აგვისტო 2016, 00:00 2258 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება. შეგახსენებთ, თურქული გამოცემა “დეილი საბაშის” ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. საუბარია თურქეთის მოქალაქე ადილ ოკსუზზე, რომელიც, ხელისუფლების ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე უშუალოდ ფეთჰულა გიულენთან გადიოდა კონსულტაციებს და ამ მიზნით აშშ-შიც იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში