12 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაურეგისტრირდა

08 მაისი 2019, 15:00 1335 ნახვა

12 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაურეგისტრირდა. რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 20-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.

პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და   გათვალისწინებულია 117 სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში