ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა-ცენტრალური მილი დაზიანდა

08 მაისი 2019, 21:30 1297 ნახვა

70 ათასამდე აბონენტს აქვს შეწყვეტილი ბუნებრივი აირის მიწოდება, მიზეზი გზაგამყოფზე მიმდინარე სამუშაოების დროს ცენტრალური მილის დაზიანებაა - კომპანიაში, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოებს აწარმოებდა, აცხადებენ, რომ შემთხვევა არაზუსტმა რუქამ გამოიწვია.  სქემის მიმწოდებლად ასახელებენ სოკარს - ამ კომპანიაში კი დეტალებს არკვევენ.

ტექნიკური ჯგუფი მუშაობს მილის აღდგენით სამუშაოებზე - ვითარება იმდენად რთული იყო, რომ აირის მიწოდების შეწყვეტა მოუხდათ მთელი ბათუმისა და ხელვაჩაურისთვის. ირწმუნებიან, რომ აირის მიწოდება ეტაპობრივად დილიდან დაიწყება. არსებობს თუ არა სანქციები, ან ვინ უნდა დაისაჯოს ათასობით აბონენტისთვის აირის მიწოდების შეფერხების გამო? ვინ იყო პასუხისმგებელი ზედამხედველობაზე?

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში