74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

09 მაისი 2019, 12:09 2214 ნახვა

დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.  ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს. ბათუმში ანატოლი კაჭარავას საფლავი გვირგვინით  შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

აჭარაში მეორე მსოფლიო ომის 22 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან ბათუმში 16.  ისინი მერიისგან ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ასევე პრემიერის გადაწყვეტილებით თითოეულ ვეტერანს 600 ლარი გადაეცემა. ბათუმში დახმარებას მიიღებს ომში დაღუპული 11   ვეტერანის ოჯახიც. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში