ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

09 მაისი 2019, 12:39 1020 ნახვა

ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამოა დაკავებული, მეორე კი, ხულიგნობის ბრალდებით. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. პოლიციას ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან სპეციალური კორიდორით ჰყავს გამიჯნული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში