ავტომანქანების შემოწმება რადიაციულ დაბინძურებაზე

18 აგვისტო 2016, 00:00 2472 ნახვა

მძღოლებს საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ. ახალი ტიპის მომსახურება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დანერგა. არსებული ინფორმაციით, უკვე განხორციელდა რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება, რის შედეგადაც რადიაციული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.  აღნიშნული მომსახურების დანერგვა მოსახლეობის ინტერესის ზრდამ განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიიდან იმპორტირებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში