მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა

09 მაისი 2019, 15:00 1672 ნახვა

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.  ღონისძიბეები ქვეყნის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს. ბათუმში ანატოლი კაჭარავას საფლავი გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. აჭარაში მეორე მსოფლიო ომის 22 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან ბათუმში 16.  ისინი მერიისგან  ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ასევე პრემიერის გადაწყვეტილებით თითოეულ ვეტერანს 600 ლარი გადაეცემა. ბათუმში დახმარებას მიიღებს ომში დაღუპული 11  ვეტერანის ოჯახიც. 

ფაშიზმთან გამარჯვების დღე  ღონისძიებით აღინიშნა ხელვაჩაურში. მემორიალი  ხელვაჩაურის მერიის და საკრებულოს  წარმომადგენლებმა,  სკოლის მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივი მიაგეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთი ომის ვეტერანი ცხოვრობს, 99 წლის თამარა კამენცევა, იგი ღონისძიებას არ ესწრებოდა.

მეორე მსოფლიო ომში  ქობულეთიდან  6000 ადამიანი იბრძოდა,მათ შორის 240  ქალი იყო.   ამჟამად  სამი ვეტერანი ცხოვრობს: ვერა რაჟეევა, ტატიანა და ოსმან სირაძეები. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ტრადიციულად ყვავილებით შეამკეს ქობულეთშიც. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს. მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში ომის ვეტერანები ერთჯერადად 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 200-200 ლარი გადაეცემათ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე  აღნიშნეს ხულოშიც.  შეკრებილებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მემორიალთან იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც  ომისა და მშვიდობის თემატიკაზე  შექმნილი ლექსები წაიკითხეს.   მეორე მსოფლიო ომში ხულოდან 750-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან  247 გარდაცვლილი და  უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მეორე მსოფლიო  ომში  დაღუპულები გაიხსენეს ქედაში. ყადირ შერვაშიძის სახელობის  სკვერში  მდებარე  მემორიალი ყვავილებით შეამკეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. გაიმართა კულტურული ღონისძიებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში